ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მეცნიერ-თანამშრომელი კარიოსისტემატიკის და ბიოქიმიის ლაბორატორია
მე, ქეთო კონონის ასული დავითაია, ეროვნებით ქართველი, დავიბადე 1949 წელს ოჩამჩირეში, საქართველოს რესპუბლიკა. 1966 წელს მედალზე დავამთავრე თბილისის 55-ე სკოლა. 1966 წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე. დავამთავრე 1971 წელს, სპეციალობით ციტოლოგია.
1971 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, კლინიკო-დიაგნოსტიკის კათედრაზე ლაბორანტად, სადაც 1977 წლიდან ვირიცხებოდი უმცროს მეცნიერ მუშაკად ცენტრალურ სამეცნიერო საკვლევ ლაბორატორიაში.
1982 წლიდან ვმუშაობ საქ. მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში, ციტპლოგიის ლაბორატორიაში. 1990 წლიდან ვირიცხებოდი უფროს მეცნიერ მუშაკად.
1990 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე; "სტრომის უჯრედების წარმოშობა რქოვანას რეგენერაციის პროცესში". დისერტაცია შესრულდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კ. კოლცოვის სახელობის განვითარების ბიოლოგიის ინსტიტუტში და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციტოლოგიის კათედრაზე.
2006 წლიდან ვარ კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
2002 წელს მოვიპოვე საავტორო უფლება (საქართველო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, "საქპატენტი", საერთაშორისო სერთიფიკატი #147).
მიღებული მაქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში:
1999 წლის 4-9 ოქტომბერი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი Internationale European A. I. R. R. (Internacional association for research on regeneration) conference.
2001 წლის ოქტომბერი _ ესპანეთი, გრენადა, საერთაშორისო 43-ე ფორუმი Meeting of the European Tissue Culture Society Cell Interaction and Cellular Complexity.
2004 წელი - სანკტ-პეტერბურგი - Стволовые клетки, регенерация, клеточная терапия.
ბოლოს განახლდა:
2007-10-18
ფაუნისტური სიები
საქართველოს ზოოლოგები
ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი ათეული ფაუნისტური სია, რომელიც 3000 ზე მეტ სახეობას მოიცავს. განვაგრძოთ კითხვა ...
ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება მუშაობს ელექტრონული ბაზის შექმნაზე სათაურით "საქართველოს ზოოლოგები". განვაგრძოთ კითხვა ...
ელექტრონული ჟურნალი
2009 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტი იწყებს ელექტრონული ჟურნალის "Georgian Journal of Zoology" გამოშვებას.