ზოოლოგიის ინსტიტუტი, ჭავჭავაძის პრ.
31 0179, თბილისი, საქართველო ტელ.: 293855 giorgij70@yahoo.com
გიორგი ჯაფოშვილი
ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატი ლაბორატორიის ხელმძღვანელი ენტომოლოგიის ლაბორატორია
დავიბადე 1970 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს წარჩინებით დავამთავრე 99-ე საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ყოფილ, ა.ს. პუშკინის სახ. სახ. პედ. ინსტიტუტში, (შემდგომში ს.ს. ორბელიანის სახ. სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტი, ამჟამად ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობაზე და 1993 წელს წარჩინებით დავამთავრე ზემოხსენებული უნივერსიტეტი.
1992 წლიდან პარალელურად ვმუშაობ ზოოლოგიის ინსტიტუტში.
1997 წელს დავამთავრე ამავე ინსტიტუტის ასპირანტურის, დაუსწრებელი განყოფილება, ზოოლოგის სპეციალობით.
1999 წლის მაისში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია შიფრით 03.00.08 ზოოლოგია. ვარ 45 სამეცნიერო შრომის ავტორი.
2000 წლიდან ვარ სიფრიფანაფრთიან მწერთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი, 2001 წლიდან კი ამერიკის ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი.
მყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.
ბოლოს განახლდა:
2007-10-18
ფაუნისტური სიები
საქართველოს ზოოლოგები
ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი ათეული ფაუნისტური სია, რომელიც 3000 ზე მეტ სახეობას მოიცავს. განვაგრძოთ კითხვა ...
ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება მუშაობს ელექტრონული ბაზის შექმნაზე სათაურით "საქართველოს ზოოლოგები". განვაგრძოთ კითხვა ...
ელექტრონული ჟურნალი
2009 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტი იწყებს ელექტრონული ჟურნალის "Georgian Journal of Zoology" გამოშვებას.