|
ზოოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის გამგე: ნ. ბელთაძე
ელ-ფოსტა: inst.zoology@mail.ru
nbeltadze@gmail.com
ზოოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის სექტორის ბიბლიოთეკის ბაზაზე 1941 წელს, ზოოლოგიის ინსტიტუტის შექმნის შემდგომ.
ამჟამად ბიბლიოთეკის ფონდი, რომელში დაცული ლიტერატურაც ძირითადად ეხება პარაზიტოლოგიას, ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ევოლუციას, სისტემატიკას, ზოოლოგიას, ჰიდრობიოლოგიას და სხვა, მოიცავს 45 000-ზე მეტ წიგნსა და ჟურნალს, აგრეთვე:
- ძველი წიგნების და ალბომების (XVIII-XIX სს.) კოლექციას ბუნებისმეტყველების შესწავლის ისტორიიდან;
- ძველი წიგნებისა და ჟურნალების (XIX-XX) კოლექციას კავკასიის რეგიონის ფაუნის შესახებ.
ბიბლიოთეკაში არსებობს ტრადიციული ანბანური და სისტემატიკური კატალოგი.
ანბანური კატალოგის მიხედვით შესაძლებელია მოიძებნოს
- ქართული წიგნები და ჟურნალები;
- რუსული წიგნები;
- ლათინურენოვანი წიგნები;
- რუსულენოვანი პერიოდული გამოცემები;
- ლათინურენოვანი პერიოდული გამოცემები.
ამჟამად თითქმის დასრულებულია ქართული წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ელექტრონული კატალოგი.
|