|
Geo / Eng |
|||||||||||||||||
|
||||||||||||||||||
|
სემინარი საქართველოს ბუგრების ბიომრავალფეროვნებისა და ევოლუციის შესახებ 2009 წლის 24 თებერვალს სსიპ ზოოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2006 წელს ჩატარებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ბუგრების ბიომრავალფეროვნება და ევოლუცია" (N 086) სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სემინარი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროექტის ხელმძღვანელი, ბიოლ. მეცნ. კანდ. ნ. ბახტაძე, პროექტის კონსულტანტი, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლ. მეცნ. დოქ. გ. ბახტაძე, თანამშრომლები: ბიოლ. მეცნ. კანდ. შ. ბარჯაძე, ბიოლ. მეცნ. კანდ. ნ. კინწურაშვილი, ნ. ჩაკვეტაძე, ნ. ჟუკოვსკაია, სესფ-ის ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზ. ხიდეშელი, ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრები, ინსტიტუტის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. სემინარზე მოისმინეს სამი მოხსენება. კერძოდ:
მომხსენებლებმა წარმოადგინეს შესრულებული სამუშაოს სადემონსტრაციო მასალები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა კამათი. კამათში მონაწილეობდნენ მომხსენებლები, პროექტის კონსულტანტი გ. ბახტაძე, ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ბიოლ. მეცნ. დოქ. ე, ყვავაძე, საბჭოს წევრები: ბიოლ. მეცნ. დოქ., პროფ. ი. ელიავა, ბიოლ. მეცნ. კანდ. ა. ბუხნიკაშვილი, ბიოლ. მეცნ. კანდ. ნ. კინწურაშვილი, ბიოლ. მეცნ. კანდ. ლ. ბურთიკაშვილი, ასევე ინსტიტუტის თანამშრომელი ბიოლ. მეცნ. დოქ. გ. კვინიხიძე და სხვ. გამოითქვა მოსაზრებები პროექტისა და შესრულებული სამუშაოს თაობაზე. აზრი გამოთქვეს სესფ-ის ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზ. ხიდეშელმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ ე. ყვავაძემ, საბჭოს წევრმა ი. ელიავამ და ინსტიტუტის თანამშრომლებმა. პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო შეფასდა დადებითად. ![]() ![]() ![]() ![]() ვაკანსია ენტომოლოგიის განყოფილებაში
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე: საქართველოს ზოოლოგები ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება მუშაობს ელექტრონული ბაზის შექმნაზე სათაურით "საქართველოს ზოოლოგები" (საბოლოო ვარიანტი დაიბეჭდება). ამასთან დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ქვემომოყვანილ სამუშაო ვარიანტს და გამოგვიგზავნოთ თქვენი შენიშვნები და დამატებები, სახელდობრ, მოგვაწოდოთ იმ ზოოლოგთა მონაცემები,რომლებიც სიაში არ არიან აღნიშნულნი. ბაზაში შევა ცნობები იმ მეცნიერთა შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ ან მუშაობენ ზოოლოგიაში და გამოქვეყნებული აქვთ ზოოლოგიურ თემატიკასთან დაკავშირებული ერთი ნაშრომი მაინც. ჩვენი მისამართია inst.zoology@mail.ru წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის გადმოიწერეთ დოკუმენტისაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველი მეცნიერების მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობის მეცნიერებს
ძვირფასო კოლეგებო, მოგმართავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი გამოცდის ჟამს, როდესაც რუსეთის ფედერაციის მიერ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი მთლიანი ოკუპაციის პირდაპირი მცდელობა. დღეს ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებას, მისი სახელმწიფოებრიობის მოშლას და ქვეყნის საბოლოო განადგურებას. ადგილი აქვს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მასობრივ დარღვევას, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტებს. რუსეთის რეგულარული არმია ბომბავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ჩვენს დედაქალაქს თბილისს, არის დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ასეულობით ადამიანი დაჭრილია, განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთრება, რუსეთის ოკუპაციურმა ჯარებმა დაბომბეს ჰოსპიტალები და უნივერსიტეტი ქალაქ გორში. რუსეთი პარალელურად აწარმოებს ბინძურ საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ, ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა მსოფლიოს მცდარი წარმოდგენა შეექმნას საქართველოს სამართლიან ბრძოლაზე დემოკრატიისა და მშვიდობისათვის, თავისი ტერიტორიალური მთლიანობის აღსადგენად. საბჭოთა იმპერიამ საქართველოში შექმნა ხანგრძლივი მოქმედების ბომბი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სახით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი სეპარატისტულ მოძრაობას ამ რეგიონებში. მშვიდობისმყოფელების ეგიდით იგი ხელს უწყობდა დაძაბულობის შენარჩუნებას 15 წლის განმავლობაში. რუსეთი აფერხებდა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც საფრთხეს უქმნიდა მთელი რეგიონის სტაბილურობას. სრულიად მიუღებელია რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის გამართლება სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით. ეს გვაგონებს იმ მოტივს, რითაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ნაცისტურმა რეჟიმმა განახორციელა სუვერენული ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია. სინამდვილეში რუსეთი ახორციელებს არა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ანექსიას. რუსეთი ცდილობს პატარა მეზობელი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობით გადაყენებას, დასავლური ორიენტაციის მქონე ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის ინტერვენციას, კავკასიის მთელ რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის გარდაქმნას, და ამით, მსოფლიო ისტორიის შეცვლას ცივი ომისკენ.
გ. გუგუშვილის და მ. კოხიას პოსტერი Ornithodoros ticks in Georgia |
|
||||||||||||||||
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი 0179 ქ. თბილისი ჭავჭავაძის პრ. 31. ტელ: +995 32 223 353 ფაქსი: +995 32 917 192 e-mail: izoo@caucasus.net © 2006-2009 ზოოლოგიის ინსტიტუტი |
||||||||||||||||||