|
|
კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის ლაბორატორია
აღნიშნული ლაბორატორია ჩამოყალიბდა 2006 წლის 1 ივნისს ზოოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ემბრიოლოგიისა და ციტოლოგიის ლაბორატორიების ბაზაზე.
კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის ლაბორატორიის ძირითადი მიზანია საქართველოს ფაუნის ბიომრავალფეროვნების, სახელდობრ, ცხოველთა ამა თუ იმ ჯგუფის სისტემატიკის, ევოლუციისა და ფილოგენეზის შესწავლა კარიოლოგიური, ციტოგენეტიკური და ბიოქიმიური თვალსაზრისით (რისთვისაც გამოიყენება ქრომოსომული ანალიზის, ქრომოსომების დიფერენცირებული შეღებვის, ცილების დისკელექტროფორეზის, FISH და სხვა მეთოდები).
კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის ლაბორატორიის ამოცანებს შეადგენს:
თანამშრომლობა სპეციალისტებთან, რომლებიც დაკავებული არიან ტრადიციული სისტემატიკური კვლევებით.
კონტაქტების დამყარება ახლო და შორეული საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა.
საგრანტო პროექტების მომზადება, გრანტების მოძიება და მოპოვება; უნდა აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში მომზადებულმა პროექტმა "საქართველოს ბუგრების ბიომრავალფეროვნება და ევოლუცია" გაიმარჯვა სესფ-ის მიერ 2006 წელს გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსში.
თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური სამეცნიერო-კვლევითი კადრების მომზადებას აღნიშნულ დარგში.
ლაბორატორიის თანამშრომლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. კერძოდ:
- უჯრედთა ორგანელების რეაქტიული თვისებები ნორმასა და პათოლოგიაში. სიმპოზიუმი, თბილისი, 1997, 25-26 ივნისი;
- სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და რეგენერაციის საერთაშორისო საზოგადოება.ევროპის საერთაშორისო კონფერენცია, თბილისი, 1999, 4-9 ოქტომბერი;
- უჯრედები და ქსოვილთა კულტურები. ევროპის 43-ე საერთაშორისო ფორუმი, ესპანეთი, გრენადა, 2001, 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
- სამხრეთ კავკასიის ცხოველთა სამყაროს გამოკვლევა და დაცვა.სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია, ერევანი, 2003, 7-8 ოქტომბერი;
- ღეროვანი უჯრედები, რეგენერაცია და უჯრედული თერაპია. საერთაშორისო სიმპოზიუმი, სანკტ-პეტერბურგი, 2004, 25-28 ოქტომბერი:
- ЭМ 2004. ელექტრონული მიკროსკოპიის რუსეთის 20-ე კონფერენცია, მოსკოვი, ჩერნოგოლოვკა, 2004, 1-4 ივნისი;
- ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური პრობლემები. მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2005, 25-27 აგვისტო;
- ЭМ 2006. ელექტრონული მიკროსკოპიის რუსეთის 21-ე კონფერენცია, მოსკოვი, ჩერნოგოლოვკა, 2006;
- უხერხემლო ცხოველთა კარიოსისტემატიკა. მე-4 საერთაშორისო კონფერენცია, სანკტ-პეტერბურგი, 2006, 28-30 აგვისტო.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულია შემდეგი ნაშრომები:
ნანა ბახტაძე
- ნ.ბახტაძე, ე.ყვავაძე, გ.ბახტაძე. Dendrobaena pentheri Rosa, 1905 (Oligochaeta, Lumbricidae) კარიოლოგიური გამოკვლევისათვის. // ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები, თბილისი, მეცნიერება, 2000, t. XX, gv. 334-336.
- N.G. Bakhtadze, N.T. Kintsurashvili. Investigation of the Crocidura guldenstaedti oocites nuclear structures during the large growth period. // Proceedings of the institute of Zoologi, Tbilisi, Metsniereba, 2000, v. XX,. p. 336-339.
- N. Bakhtadze, G. Bakhtadze, E. Kvavadze. Results of kariologic investigation of Dendrobaena (C.) marinae Kvavadze, 1985 (Oligochaeta, Lumbricidae). // Bulletin of the Georgian academy of sciences, 2003, v. 167, 2, p. 315-316.
- N. Bakhtadze, G. Bakhtadze, E. Kvavadze. To the Kariological investigation of Dendrodriloides polysegmentica Kvavadze, 1973. // Bulletin of the Georgian academy of sciences, 2003, v. 168, 3, p. 569-570 .
- ჟღენტი, ნ. ბახტაძე, ე. ყვავაძე. კინტრიშის ნაკრძალის ჭიაყელები (Oligochaeta, Lumbricidae). ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ბათუმი, "ბათუმის უნივერსიტეტი" 2003, t. IV, gv. 190-192.
- N. Bakhtadze, G. Bakhtadze, E. Kvavadze. Karyologic investigation of species of Dendrobaena genus (Oligochaeta, Lumbricidae). // Proceedings of the institute of Zoologi, Tbilisi, Universal, 2004, v. 22, p. 393-399.
- N. Bakhtadze, G. Bakhtadze, E. Kvavadze. The results of study of the genus Dendrobaena (Oligochaeta, Lumbricidae) species chromosome numbers. // Bulletin of the Georgian academy of sciences, 2005, v. 172, 1, p. 141-143.
- ბახტაძე ნ., ბახტაძე გ., ყვავაძე ე. გვარ Dendrodriloides Kvavadze,1999-ის (Oligochaeta, Lumbricidae) სახეობების ქრომოსომების რიცხვი და პლოიდურობა. ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური პრობლემები, მე-3-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2005, 25-27 ოქტომბერი, შრომათა კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005, გვ. 18-21.
- Zhgenti L., Bakhtadze N., Kvavadze E. Earthworms of Dendrodriloides Kvavadze,1999 (Oligochaeta, Lumbricidae) genus from Ajara fauna. Proceedings of the Georgian Academy of Sciences, Biological series B, 2006, v. 4, 3, p. 142-145.
- Бахтадзе Н.Г., Бахтадзе Г.И., Квавадзе Э.Ш. Кариологический анализ видов рода Dendrobaena ( Oligochaeta: Lumbricidae) фауны Грузии. Тезисы IV международной конференции по кариосистематике беспозвоночных животных. 28-30 августа 2006 г., Санкт-Петербург, Россия. Отв. ред.: В. Г. Кузнецова, ст. 7.
|
 |
 |
ფაუნისტური სიები |
საქართველოს ზოოლოგები |
ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი ათეული ფაუნისტური სია, რომელიც 3000 ზე მეტ სახეობას მოიცავს. განვაგრძოთ კითხვა ...
|
ზოოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება მუშაობს ელექტრონული ბაზის შექმნაზე სათაურით "საქართველოს ზოოლოგები". განვაგრძოთ კითხვა ... |
 |
|
| ელექტრონული ჟურნალი |
|
| 2009 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტი იწყებს ელექტრონული ჟურნალის "Georgian Journal of Zoology" გამოშვებას. |
|
|